Thursday, July 24, 2014

ინტელის ტრენინგის შეჯამება

ინტელის ტრენინგი,ეს  იყო  ერთერთი  საუკეთესო ტრენინგი განვლილ ტრენინგებს   შორის.ვისწავლე  ძირითადად ყველაფერი რაც  შეეხება  კომპიუტერით პროექტებზე მუშაობას.ამ  პერიოდში  გავაკეთე ჩემი პორტფოლიო,ვისწავლე ბლოგის  შექმნა,ატვირთვა  და ყველაფერი  ის რაც მომეხმარება თანამედროვე  გაკვეთილების,პროექტების  შექმნასა და განხორციელებაში.    

ტრენინგის მეცხრე დღე

მეცხრე   დღე  დაიწყო წინა  დღის  გამეორებით,დავიწყეთ  მუშაობა  ბლოგზე.  ვისწავლეთ გვერდების  შექმნა,წაშლა,ჩამატება.მოვახდინეთ  პროექტის  პრეზენტაციები რაც იყო ძალიან  საინტერესო, მოუსმინეთ  ჯგუფის თითოეულ  წევრს  მოვისმინეთ ბევრი ახალი  და საინტერესო  პროექტი.ბოლოს მოვახდინეთ ტრენინგის  შეჯამება,დავწერეთ   რეფლექსია   და  ანგარიში.

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მერვე დღე

მერვე  დღეც დაიწყო  წინა  დღის გამეორებით,შემდეგ  მოსწავლეებისათვის  შევქმენით მათი  დამხმარე  პროექტის  განსახორციელებლად,საინტერესო და გამოსადეგი  იყო მათთვის  ფასილიტაციის  რესურსის  შექმნა ის გადავიტანეთ ჩვენი საქაღალდის  დამხმარეში.გადავხედეთ და ჩავასწორეთ  ჩვენი  საქაღალდე.ბოლოს ჩვენი პროექტის  პორტფოლიო  ავტვირთეთ  ჩვენ  ბლოგზე.ტრენინგი  იყო  საინტერესო,ვისწავლე  ის  რაც დზალიან გამომადგება  სასწავლო პროცესში.

Monday, July 21, 2014

მეშვიდე დღე

ტრენინგი დაიწყო  წინა დღეს  ნასწავლი  დიაგრამებისა  და სხვა  მნიშვნელოვანი  საკითხების  განმეორებით,შემდეგ  განვიხილეთ  თუ როგორ  უნდა  გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის  საჭიროებები.შემდეგ დავიწყეთ გეგმაზე მუშაობა და დღის ბოლოს  დასრულებული  სახით შევინახეთ  ჩვენ  ფაელში,დავზიპეთ და გადავგზავნეთ ჩვენ  ფოსტაზე.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

მეექვსე დღეც  დაიწყო  წინა  ტრენინგის  ძირითადი  საკითხების  გამეორებით.მოვძებნეთ და ჩვენ საქაღალდეში  შევინახეთ   სხვადასხვა შეფასების რუბრიკები,შევქმენით  მოსწავლის  პრეზენტაცია და  გადავიტანეთ  ბლოგზე,გადავხედეთ  და განვიხილეთ  გეგმები.დღე იყო ძალიან საინტერესო შევისწავლე  ბევრი რამ რაც  ძალიან მაინტერესებდა.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე  დღეც  დაიწყო  წინა  დღის  გამეორებით,დავიწყეთ სწავლა თუ როგორ უნდა შევავსოთ   გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონები,ვისწავლეთ  ბლოგზე  კომენტარების   დაწერა,იყო  ძალიან  საინტერესო   და სახალისო.ბლოგზე  ვიმუშავეთ, გავაკეთეთ   მოსწავლის  პროექტის  ნიმუში და შევინახე  ბლოგზე.ვისწავლე გაჯეტების  შექმნა და ბლოგზე განთავსება  სურათების  ჩამატება.ასევე  ძალიან  საინტერესო იყო  გამოკითხვის  წარმოება და ბოლოს HTML-ის ძალიან საინტერესო გაჯეტის შექმნა.დღე იყო  ძალიან  საინტერესო.

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე.


მეოთხე დღეც დავიწყეთ  განვლილი  მასალის  გამეორებით,შემდეგ  განვსაზღვრეთ  შეფასებები  მოსწავლეთა  საჭიროების  დასადგენად.ფაუერ პოინტში  გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, საფუძვლიანად ვისწავლეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება და შემდეგ ჩვენს მიერ მომზადებული  პრეზენტაცია  გადავიტანეთ ბლოგზე.

Sunday, July 13, 2014

ტრენინგის  მესამე  დღე.
მესამე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი  მასალის გამეორებით,განვამტკიცეთ ჩვენი ცოდნა,  ეს ძალიან მეხმარება ნასწავლის მყარათ  დამახსოვრებაში.შემდეგ დავიწყეთ  სტანდარტის დადგენა, კარგად განვსაზღვრეთ როგორ უნდა დავწეროთ  პროექტის მიზანი,ვისწავლეთ  როგორ მოვძებნოთ  მიმართულების  მიმცემი კითხვები. შემდეგ ნასწავლი მასალით ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,შევავსეთ  საჭირო ინფორმაციით.ჩვენი შექმნილი საქაღალდე ბოლოს დავზიპეთ  და გაუგზავნეთ ჩვენ მისამართზე.

Sunday, July 6, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ  წინა ტრენინგზე შესწავლილი  მასალის  გამეორებით.შემდეგ  მიმოვიხილეთ  თითოეული მასწავლებლის მიერ საშინაო დავალებაში მოცემული პროექტი.  მოვახდინეთ  Word-ის ინსტრუმენტების საფუძვლიანი გაცნობა და უკვე ნასწავლის გამეორება.დავიწყეთ ბუკლეტის დამზადება რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ბევრი რამ  შევისწავლეთ.მოვახდინეთ მისი დაარქივება და საკუთარ თავთან ფოსტით   გაგზავნა. დამზადებული ბუკლეტის ამოჭრა და ბლოგში ჩასმა.

Saturday, July 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე

1.ტრენინგის პირველ დღეს  ტრენინგის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს.ტრენერმა გაგვაცნო თუ რას მოიცავდა ეს კურსი,რა იყო დღევანდელი დღის შესასწავლი მასალა.გავეცანით  გზამკვლევს, შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები,გავეცანით კურსის რესურსებს და შევინახეთ შესაბამის საქაღალდეებში.შემდეგ მოვახდინეთ სხვადასხვა შინაარსის პროექტების განხილვა.ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ და შევქმენით ახალი ბლოგი